ტანსაცმლის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა - როგორ ვითარდება ადგილობრივი ინდუსტრია?

08.09.2025 10:07

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი კლებას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყნიდან 90,5 მლნ აშშ დოლარის ტრიკოტაჟის და სხვა სახის მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი გავიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 113,9 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქართველოდან ტანსაცმლის იმპორტიორი მთავარი ქვეყანა კვლავ თურქეთია, სადაც წელს, 76,4 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, მეორე ადგილზე კი სომხეთია, სადაც 6,8 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. მესამე და მეოთხე ადგილებს გაერთიანებული სამეფო (1,2 მლნ აშშ დოლარის) და ბულგარეთი (1 მლნ აშშ დოლარის) იკავებს. ხუთეულშია ასევე ისრაელიც 780 800 აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტით.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ტანსაცმლის წარმოების მოცულობის მაჩვენებელი შემცირებულია. ტანსაცმლის ექსპორტის კლების პარალელურად, იმპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყანაში 210,2 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი შემოვიტანეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 206,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი - 176,7 მლნ აშშ დოლარი. კიდევ უფრო ნაკლები იყო ტანსაცმლის იმპორტის მაჩვენებელი 2023 წლამდე.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ ადგილზე აქაც თურქეთია, საიდანაც წელს 62 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი შემოვიტანეთ. მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს 48,9 მლნ აშშ დოლარით, მესამეს - ესპანეთი (36,1 მლნ აშშ დოლარი), მეოთხეს - იტალია (19, 1 მლნ აშშ დოლარი), მეხუთეს კი - საფრანგეთი (5,6 მლნ აშშ დოლარი).

სტუმარი: გიორგი ჩემინავა - საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის დირექტორი:

გაზიარება:
BacklinkLog

მსგავსი ვიდეოები

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმლის ექსპორტი საფრანგეთში განხორციელდა
10:47

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმლის ექსპორტი საფრანგეთში გა...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

ბიოდეგრადირებულმა პარკებმა პოლიეთილენის პროდუქცია ვერ ჩაანაცვლა
14:46

ბიოდეგრადირებულმა პარკებმა პოლიეთილენის პროდუქცია ვერ ჩაანაც...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

რა პოტენციელი აქვს საბავშვო ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში   მიხეილ ხიდურელი სტუმრად იმედის დილაშ
08:44

რა პოტენციელი აქვს საბავშვო ტანსაცმლის წარმოებას საქართველოშ...

TV IMEDI

ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტი რაულ უსუპოვის ტანსაცმლის გამოკვლევას ითხოვს
04:23

ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტი რაულ უსუპო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე სტუმრად „ჩვენს ოჯახში“
18:26

მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე სტუმრად „ჩვენს ოჯახში“

TV IMEDI

ყოველდღე ემიგრაციაში
14:40

ყოველდღე ემიგრაციაში

მაუწყებელი • Mautskebeli

რუსთავში ახალი საწარმო შენდება
03:28

რუსთავში ახალი საწარმო შენდება

TV IMEDI

კომპანია Eshvi Kids-ის მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი ექსპორტზე იაპონიაში გაიტანეს
08:19

კომპანია Eshvi Kids-ის მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი ე...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

ყველა ვიდეო