Megi Gogitidze - Guli Yvelaze Didi Prixodi

12/01/2014
Davit Takadze-ის მიერ

https://www.facebook.com/davit.tayadze
მომბეზრდა ყოველდღიური ხალხი,
დაუოკებელი პრაგმატული სურვილებით,
არა აქვთ მათი განმარტოების გამოგონილი სიმშვიდის სახლი,
ძვირფას ვარდების მოლოდინში დავიწყებიათ უბრალო და ნაზი გვირილები,
ათასი აზრით დატენილი მათი სიტყვები,
მეუცხოება როგორც ეკალი ვაზში,
ფული არსების მთავარი აზრი და ბერენდით სავსე გარდერობები,
თავისუფლება დანაობები და უგულობით სავსე ტვინები,
გულით ისუნთქე ყველაზე დიდი ჩანაფიქრია,
სხეულს მიანდე გასწავლოს ჭკუა ეს შენი სულის განაფიქრია,
არ ვეძებ სხვების ნაპოვნ სიმშვიდეს,
სხვების ნაგრძნობი თავისუფლებაც სხვების იქნება,
ჩემს დაჭრილ ჯინსებს ჩავიცმევ როცა მზეზე ვიქორწინებ უბრალო ბავშვი,
მიყვარს ზღვა, არ ცდილობს იყოს ის რაც არ არის,
მიყვარს მზე მიხსნის სიყვარულს,
მიყვარს მტრედი მშვიდი და მართალია,
მაღიზიანებს ‘’ჭკვიანები’’ ბრიყვული კომპლექსია,
იგავარაკებით მოსაუბრე კაცებს გავურბი,
სიფრთხილით სავსე მაოცებს ხალხი,
როცა მაისში მზე გვიან ჩადის,
ოჰოოოი, ნანააა,,, მინდა ზღვა ის არის რაც არს,
მიყვარს მზეე ვბარდნი უბიწოდ,
მინდა ცა ზოგჯერ ფრთას მჩუქნის,
მინდა კაიფი სიმშვიდეს განვიცდი,
მწყურია მტრედისფერი დილა მტვერია ქალაქში,
მე ჩემს სხეულში ვუკრავ ძარღვს სიმზე და უბიწობით სიმშვიდეს ვბარდნი,
ხელშეუხებელ ჩემს მკერდს და კისერს თავისუფლება ატყვია სულის,
რომ მქონდეს ტყვია სიცოცხლის ნაწილს, ფრენის სურვილში გავცვლიდი ალბათ,
ღამის ძილს მიფრთხობს, თრთის ჩემი ტანი, როცა ზღვაში იალქნები თეთრად იშლება,
სისხლიან იოგებს ხმას ამოვაყოლებ,
მოგონილ ნოტებს ვუმღერებ გიჟებს,
ჩემი ცხოვრება შენს არ ემთხვევაა??
გადავიკვეთეთ ეს არ არის დამთხვევა,,,
ჩემი გული დღემდე ისე ცემს, როგორც ბავშვობაში, როცა მაშინებდნენ,
მე დღემდე მინდა ვითამაშო სახლობანა,
მინდა ზამთარში გავეპარო დედაჩემს ზღვაში,
მინდა მეზობლის ეზოდან ჩუმად წვრილ-წვრილი გვირილებით გვირგვინი ჩავწნა,
ბაბუაჩემის ყვირილი მინდა როცა ტყემლის ხეს დავუწყებ ნჯღრევას,
ვერ გადავიტან მე სულის რბევას და ვერც სიყვარულს რომელიც მე მგავს!!