„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის სასამართლო

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი გრიგალაშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. გამოძიება მას კანაფის კულტივაციას და პროპაგანდას ედავება, რაც ადმინისტრაციულ სახდელებს და ასევე 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს . საქმე ეხება, გრიგალაშვილის მიერ, 13 ივლისს, გიორგი სლოევის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფის კულტივაციას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს იყო ქვეყანაში არსებული არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გაპროტესტების აქტი, მიმდინარე სასამართლო პროცესი კი, მის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები