ჩვენ მოვედით მომდევნო ძალიან საინტერესო მეამბოხე ქალის ისტორიით, ის იყო ქალი, რომელმაც პირველმა მიიღო ექიმის დიპლომი და დოქტორის ხარისხი იტალიაში.
ასეთი გენიალური ადამიანების წყალობით იცვლება მსოფლიო.
მარია მონტესორი
მე-20 საუკუნეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოახდინა ნამდვილი რევოლუცია პედაგოგიკაში.მათ რიგებშია იტალიელი მარია მონტესორი.
თავისი უნიკალური მეთოდის გამოყენება მარიამ მისსავე დაფუძნებულ “ბავშვთა სახლში“ დაიწყო, რომელიც ღარიბი და აღზრდა-განათლებას მოკლებული ბავშვებისთვის დაარსა. სწორედ აქ განხორციელდა პირველად “მონტესორის სასწაული“
აღსაზრდელები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ველურებივით იქცეოდნენ, მონტესორის პედაგოგიური სისტემის წყალობით სამაგალითო ქცევის და საუკეთესო აკადემიური მოსწრების ბავშვებად იქცნენ.
\"დამეხმარე, რომ გავაკეთო თვითონ\"
ეს მონტესორის სწავლების მეთოდიკის მთავარი დევიზია.
მარია მონტესორიმ სპეციალურად მშობლებისთვის მოკლე რჩევა-მცნებები ჩამოაყალიბა. ეს მცნებები მარტივია, მაგრამ თუ თითოეულს ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რომ ეს რამდენიმე სიტყვაში ჩატეული სიბრძნის ტომეულია.
1. ბავშვებს შთააგონებს ის, რაც მის გარშემოა.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ – ის სხვის განსჯას სწავლობს.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრობას აჩვენებენ – ის ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან – ის სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მორცხვი და ჩაკეტილი ხდება.
7. თუ ბავშვი უსაფრთხოების გრძნობით ცხოვრობს – მას რწმენა უვითარდება.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის მთელი ცხოვრება დამნაშავედ გრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად ეთანხმებიან – ის სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად დამთმობები არიან – ის მომთმენი ხდება.
11.თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ – ის საკუთარი თავის რწმენას იძენს.
12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და საკუთარ თავს საჭიროდ გრძნობს – ის სიყვარულს პოულობს.
13. არასოდეს ილაპარაკოთ ბავშვზე ცუდი – არც მისი თანდასწრებით, არც მის გარეშე.
14. კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ კარგის განთვითარებაზე შვილის აღზრდისას და საბოლოოდ მის ცხოვრებაში ცუდის ადგილი აღარ
დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც შეკითხვებს გისვამთ.
16. დააფასეთ ბავშვი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ის მაშინვე ან ცოტა მოგვიანებით შეძლებს გამოასწოროს შეცდომა.
17. ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეუმჩნეველი იყავით იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს აქამდე აუთვისებელი რამ. გააკეთეთ ეს ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას იხელმძღვანელეთ მხოლოდ კარგი მანერებით – შესთავაზეთ და დაანახეთ ბავშვს მხოლოდ ის საუკეთესო, რაც თქვენშია.
#მეამბოხეგოგონები
#ქალიძლიერისქესი