დავით თადუმაძე - დავბრუნდეთ სოფელში და დავიწყოთ ბიზნესი სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით

10/16/2019
Giorgi Manjavidze-ის მიერ

2018 წელს, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის დახმარებით, დავით თადუმაძემ სოფელ არმაზში ღვინის მარნის ბიზნეს პროექტი შეიმუშავა.
შედეგად მან მიიღო დაფინანსება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან
პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“ დაფინანსებულია დანიის მთავრობის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის, IFAD-ის მიერ.
„ახალგაზრდა მეწარმის“ პროექტი, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმდინარე პროგრამის ნაწილია და სტიმულს აძლევს ახალგაზრდა მეწარმეებს განვითარდნენ და ჩაერთონ ბიზნესში სოფლად.
შედეგად, უმჯობესდება ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
დავით თადუმაძის ისტორიის ვიდეო რგოლის შექმნისათვის მადლობას ვუხდით შემოქმედებით ჯგუფს
რეჟისორი გიორგი გურგულია
ვიდეო მონტაჟი გიორგი მანჯავიძე
ოპერატორი სერგი ბარამიძე
მუსიკის ავტორი გია ყანჩელი
------------------------------
ახალგაზრდა მეწარმე http://danida.arda.gov.ge/