თამარ ალადაშვილი - გოგო რომელსასც უყვარდა წვიმა / Tamar Aladashvili

04/15/2024
Paata Vardanashvili-ის მიერ

ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს 2015

ტექსტი: ტარიელ ხარხელაური
მუსიკა: თამარ ალადაშვილი

მომესურვილე, გზას ყეფით მივდევ,
ცამ აირეკლა თვალების ბრწყინვა,
ცაო, სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.

ქარმა ანთება სილურჯეს მოსდო,
ნელა ბინდდება, ჩამოსცრის წვრილად…
მთებო, სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.

წყალი გაურბის აპირულ ლოდებს
ნისლში გახვეულ ხეობას სძინავს…
ტყეო, სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.

ამოშრიალდა, არ ვიცი,როგორ
და შემზარავი აღმოხდა გმინვა -
მზემ წაიყოლა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.

Follow me:
   / @paatavar  
  / www.paata.ge  
  / paata.ge  
  / paata.ge

ვიდეოები „Paata Vardanashvili"-ისგან