როგორ გაგრძელდება სწავლა 1 ოქტომბრიდან გორის სკოლებში?!

24.09.2020 06:42

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ფოთსა და გორში კი , 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. იმ სკოლებში, სადაც დღეს სწავლა დისტანიურად მიმდინარეობს და 1-ელი ოქტომბრიდან სასწავლო ოთახებში გაგრძელდება, განათლების მინისტრის განცხადებით, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლების დისტანციური მოდელი აირჩიონ. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აქ სწავლა ჯერ-ჯერობით, დისტანციურად გარძელდება. ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge

გაზიარება: