არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
04/17/2015
უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების 2391 მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.
დეტალური ინფორაცია იხილეთ აქ -- https://gyla.ge/geo/news?info=2476
დეტალური ინფორაცია იხილეთ აქ -- https://gyla.ge/geo/news?info=2476