კომიტეტის გასვლითი სხდომა


ხელისუფლების წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ვიზიტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში შედგა. მესტიაში სახელმწიფო პროგრამების დახმარებით ორი ახალი სასტუმრო გაიხსნა, ერთის მშენებლობა კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

წელსვე ზემო სვანეთში ახალი საფეხმავლო ბილიკების მარკირება მოხდება, ახალი ბილიკები 109 კილომეტრზე მოეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარე სოფელ კალას საჯარო სკოლის გადახურვის სამუშაოებსაც გაეცნო.

რეგიონში ამჟამად 10 სკოლის და 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პარლამენტის წევრები სოფელ უშგულშიც იმყოფებოდნენ, სადაც ღია მუზეუმად წოდებულ სოფლამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან