"ტრაექტორია" - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - Rhythm Section - საერთაშორისო გამოფენის გახსნა

09/10/2014
Artareatv-ის მიერ

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - Rhythm Section - საერთაშორისო გამოფენის გახსნა.

“Rhythm Section’ ეს არის პროექტი რომელიც ეძღვნება რიტმის კონცეფციის კვლევას თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში. პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა მედიების გადაკვეთის წერტილს და მოიცავს თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს.

‘Rhythm Section’-ში ჩართული არიან არტისტები, რომელთა ნამუშევრები მეტნაკლები სიცხადით და ცნობიერად დაკავშირებულია რიტმის თემასთან. ის დინამიკა და ურთიერთმიმოცვლა რაც ახლავს სხვადასხვა დამოკიდებულების ერთ განზომილებაში თავმოყრას, ხშირად ხდება ახალი ინიციატივების და ხედვების წარმომშობი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის მიზანია კვლევა და ცოდნის გაზიარება ამ თემასთან დაკავშირებით.

  / cca.tbilisi  
http://artarea.tv