როგორ იმუშავა ,,ქართულმა ოცნებამ" პანდემიის გავრცელების შესაკავებლად?
10/02/2020
Trialeti TV-ის
მიერ
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს გლობალურად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის პოპულარობა ოქტომბრის არჩევნების წინ, – ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში – „დემოკრატია კარანტინში“, სადაც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენაზეა საუბარი.
საკითხი გორში, პოლიტიკოსების განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციურ პარტიებში არ იზიარებენ ,,ფრიდომ ჰაუსის\" ანგარიშის შედეგებს.
ენმ-ში ამბობენ, რომ ნდობა, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ\" პანდემიის პირველი ტალღის დასაწყისშ მოიპოვა, მხოლოდ ფორსმაჟორული მდგომარეობის შედეგია, რამდენიმე კვირის შემდეგ კი საზოგადოების დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ, კვლავ ნეგატიურად შეიცვალა.
პარტია ,,თავისუფალ საქათველოში\" კი პანდემიასთან მთავრობის არაეფექტური ბრძოლის არგუმენტად შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები მოჰყავს.
,,საქართველო აგრძელებს ეფექტურ მუშაობას პანდემიის გავრცელების შესაკავებლად\" - ასე გამოეხმაურა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი ,,ფრიდომ ჰაუსის\" ანგარიშის შედეგებს.
კვლევაში, საქართველო 192 ქვეყნიდან იმ 111 ქვეყანას შორის ფიგურირებს, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა პანდემიის შემდეგ არ შეცვლილა.
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge