"ახალგაზრდობა" \u0026 "ახალგაზრდები - ცვლილებების ჟამი". ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმები. სტუდია რე

19.04.2022 54:54

რუბრიკა: ქართულ-აფხაზური პარალელური დოკუმენტური ფილმები. აფხაზური დოკუმენტური ფილმების ციკლიდან - „ცხოვრება ობიექტივში“ სოხუმელი ჟურნალისტის ედუარდ არაქელიანის ფილმი „ახალგაზრდობა“. (23 წუთი) ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდები ყოველდღიურ გამოწვევებს თვითაღიარებულ აფხაზეთში. ფილმში ნაჩვენებია 4 წარმატებული ახალაგზრდის განვლილი გზა. ქართული დოკუმენტური ფილმების ციკლიდან "ადამიანი, დრო, სივრცე," სოფო ზედელაშვილის ფილმი "ახალგაზრდები - ცვლილებების ჟამი". (31 წუთი) ფილმში ნაჩვენებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებისეული გამოწვევები. ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია პროექტის - "კონფლიქტ-სენსიტიური რეპორტაჟები" ფარგლებში აშშ-ის ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით 2021 წელს. ფილმების კონსულტანტი - ტერეზა ჩერფასი. 00:00 - "ახალგაზრდობა" 23:28 - "ახალგაზრდები - ცვლილებების ჟამი"

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო