პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა 3 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით თბილ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა
Formula News
პოლიციამ თბილისი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკა...
MIA Border Police
პოლიციამ ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო