ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“
▪„გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება“ ▪„ჩვენთვის არახალია სრულიად დეგრადირებული ოპოზიციის ბრალდებები - ისინი დღეს ძალიან მძიმე, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, რადგან იციან, რომ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ - სააკაშვილის პროვოკაციული ჩამოყვანით, ბოლო კარტი გაათამაშეს“ ▪„ჩვენ მათ ისე არ მოვექცევით, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას - მტრებს არ ექცევიან ისე, როგორც ისინი პატიმრებს ექცეოდნენ - ცოცხალ ადამიანს რომ მორგში ჩაიყვან და ცხედარზე მიაბამ, ამაზე უარესი რა უნდა ხდებოდეს?!“ ▪„რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა ▪„დღესაც, სააკაშვილი ისტერიკულად იმეორებს, რომ უკრაინის მოქალაქეა“ ▪„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, შეეკრიბათ ამომრჩეველი და გამოეწვია დაპირისპირება - გათვლა იყო, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის, მათივე ლიდერების მკვლელობა“ ▪„კაცი, რომელიც 8 წელი იყო გაქცეული, ოცნებობდა არჩევნებში გამარჯვებაზე, ვერცერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და გადაწყვიტა, რომ ახლა სწორი დროა თავისი სცენარის განსახორციელებლად“ ▪„გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან ექსტრადირება“ ▪„Ipsos-ის კვლევაზე: ლევან თარხნიშვილი იყო ხმების მთავარი ქურდი, მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რა თქმა უნდა, სანდო არაა“ ▪„ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობას - ეს ჩვენ შეგვიძლია“ ▪„ყველამ კარგად ვიცით ეკლესიის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - გვახსოვს, როგორ ექცეოდნენ ეკლესიას „ნაცმოძრაობის“ დროს, მათ მოახერხეს რამდენიმე ადამიანის ჩანერგვაც, მათ შორის - სასულიერო პირებისაც“ ▪ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2021
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრი სტუმრად გადაცემაში „იმედი LIVE“
Irakli Garibashvili
რეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშ...
TV IMEDI
ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე სტუმრად გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გადაცემაში „იმედი...
TV IMEDI