ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

10/28/2021
TV IMEDI-ის მიერ

▪„გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება“
▪„ჩვენთვის არახალია სრულიად დეგრადირებული ოპოზიციის ბრალდებები - ისინი დღეს ძალიან მძიმე, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, რადგან იციან, რომ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ - სააკაშვილის პროვოკაციული ჩამოყვანით, ბოლო კარტი გაათამაშეს“
▪„ჩვენ მათ ისე არ მოვექცევით, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას - მტრებს არ ექცევიან ისე, როგორც ისინი პატიმრებს ექცეოდნენ - ცოცხალ ადამიანს რომ მორგში ჩაიყვან და ცხედარზე მიაბამ, ამაზე უარესი რა უნდა ხდებოდეს?!“
▪„რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა
▪„დღესაც, სააკაშვილი ისტერიკულად იმეორებს, რომ უკრაინის მოქალაქეა“
▪„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, შეეკრიბათ ამომრჩეველი და გამოეწვია დაპირისპირება - გათვლა იყო, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის, მათივე ლიდერების მკვლელობა“
▪„კაცი, რომელიც 8 წელი იყო გაქცეული, ოცნებობდა არჩევნებში გამარჯვებაზე, ვერცერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და გადაწყვიტა, რომ ახლა სწორი დროა თავისი სცენარის განსახორციელებლად“
▪„გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან ექსტრადირება“
▪„​Ipsos-ის კვლევაზე: ლევან თარხნიშვილი იყო ხმების მთავარი ქურდი, მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რა თქმა უნდა, სანდო არაა“
▪„ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობას - ეს ჩვენ შეგვიძლია“
▪„ყველამ კარგად ვიცით ეკლესიის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - გვახსოვს, როგორ ექცეოდნენ ეკლესიას „ნაცმოძრაობის“ დროს, მათ მოახერხეს რამდენიმე ადამიანის ჩანერგვაც, მათ შორის - სასულიერო პირებისაც“​
▪ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2021