ციფრული ფოტოგრაფიის კურსი academica.ge

29.12.2023 00:47

academica.ge წარმოგიდგენთ ციფრული ფოტოგრაფიის კურსს. https://oned.ge/course?course_id=119 ლექტორი: კიტა ცხომარია ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უკვე ყველანი პოტენციური ფოტოგრაფები ვართ, რადგან ყოველდღიურად ჯიბით ვატარებთ სმარტფონებს. ლინზის მეშვეობით ვაკვირდებით საკუთარ თავს, სამყაროს და ყველას პირად გამოცდილებად გვაქვს მომენტი, როცა ხდები „მხილველი“ და ამ წამს აფიქსირებ. ეს კურსი ზუსტად მათთვისაა, ვინც ეს მდგომარეობა ერთხელ მაინც შეუგრძნია და სურს შეისწავლოს და დახელოვნდეს პირადი სიამოვნებისთვის, პიროვნული განვითარებისთვის თუ შემდგომი პროფესიული საქმიანობისთვის. კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან და მისი გავლის შემდეგ გექნებათ ყველა ის ინსტრუმენტი თუ ცოდნა, როცა ეს ჯადოსნური წამი წინ დაგიდგებათ, თქვენ ის დააფიქსიროთ.

გაზიარება: