ირაკლი რუხაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

28.11.2021 07:50

▪„იმედი“ იყო დამოუკიდებელი არხი, რამაც სააკაშვილის ხელისუფლება გააგიჟა - მათთვის დნმ-ის დონეზე მიუღებელი იყო თავისუფალი აზრის გამოხატვა“ ▪„სანდრო გირგვლიანის კადრები, შემთხვევით, ბადრი პატარკაციშვილის სახლის კამერებმა გადაიღო - გვთხოვდნენ, რომ ეს „იმედს“ არ გაეშუქებინა, დაიწყო ზეწოლა და გვართმევდნენ აქტივებს“ ▪„მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ „იმედი“ აშუქებდა 2 ნოემბრის გამოსვლებს“ ▪„2007 წლის 7 ნოემბერი ჩვენი ჯგუფისთვის „იმედში“ არ დაწყებულა, ეს დაიწყო მთაწმინდის პარკიდან, როცა იქიდან გამოგვყარეს - შემოვარდა სპეცდანიშნულების რაზმი და 2011 წლამდე ვერ მოვახერხეთ ბადრი პატარკაციშვილის მიერ აშენებული პარკის დაბრუნებას“ ▪„როდესაც დარბევის შემდეგ „იმედში“ პირველად შევედით, გაწყობილი საეთერო დაგვხვდა - სხვადასხვა ტელევიზიიდან აიღეს აპარატურა, რომ მოეტყუებინათ დასავლეთის საელჩოები, ვითომ „იმედის“ ტექნიკა არ დაულეწიათ“​ ▪„პროკურორი იყო ნიკოლოზ გვარამია, რომელიც დღეს გვეფიცება, რომ დამოუკიდებელი მედიის დამცველია - ის დარბოდა ამერიკის საელჩოში და უმტკიცებდა, რომ მე დასაჭერი ვიყავი“​ ▪ირაკლი რუხაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2021

გაზიარება: