პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები

იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორის ფორმატში პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. პროცესის ფარგლებში დაგეგმილია კანონმდებლობის კოდიფიკაცია. გადაისინჯება, როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. იგეგმება პატიმრობის კოდექსის სრულიად ახალი პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება. განხილვაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის მოადგილე და სხვა მიწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები