27

გამოიწერეთ არხი:    / @skeletongroove   ფლეილისტები:    / @skeletongroove   ვაჟა ფშაველას მიხედვით ლირიკა: რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ - მკერდის მძივადა, მიწაზე გადმოსაგდებად ცვარად ან თოვლად ცივადა? არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა! რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ - მკერდის მძივადა, ცაშივე ამიტაცებდა, თან მატარებდა შვილადა. ასე არ დამჭირდებოდა სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. მზის მოტრფიალე ვივლიდი სიკვდილის გამაწბილადა; მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი მე მექნებოდა წილადა. რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ - მკერდის მძივადა, გავიხარებდი, მთა - ბარსა ოდეს ვნახავდი მწვანედა, მორწყულსა ჩემის ოფლითა, ყვავილებს შიგნით, გარეთა. გადავუშლიდი გულ - მკერდსა დღისით მზეს, ღამით მთვარესა. სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი მომაკვდავ არე - მარესა. თოვლად ქცეულსა გულშია ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ყელ - ყურზე მოეხვეოდა. რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ - მკერდის მძივადა... #progressivefolk #ქართული #ვაჟაფშაველა #geo #პოეზია #ფოლკლორი

გაზიარება: