37
ხმაური იყო სოფელ არაშენდაში. ადგილობრივები 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. ფართობს სოფელი საძოვრად იყენებდა. ტერიტორიის იჯარით აღება ერთ-ერთ ადგილობრივ ფერმერს სურს. გიორგი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მიწა სოფელ ახალდაბის საზღვრებშია და ის ადგილზე ნუშის ბაღის გაშენებას გეგმავს. სოფლის მოსახლეობა სახელმწიფოს სთხოვს მიწა, რომელსაც ისინი საძოვრად იყენებენ, არ გასცეს იჯარით. შეგროვდა ხელმოწერებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადავო ფართობის დამუშავების უფლებას არავის მისცემენ. აქციის მონაწილეებს საკრებულოს წარმომადგენელი შეხვდა. მერაბ მელანაშვილის განცხადებით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ახალდაბისა და არაშენდას 50 ჰექტარი მიწის ფართობზე. არაშენდას 24 ჰექტრის მიწის ფართობზე მოსახლეობის წერილობითი უარის შემდეგ, პროცესი დაიბლოკა. ახალდაბას 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებაზე კი სოფლის მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა. სოფელ არაშენდას მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს მიწაც არის მათი სოფლის საძოვარი და ის ახალდაბას არაკანონიერად მიეკუთვნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
დათუნასთან ერთად არ გაიცინო?! | Try not to laugh challange
NikaTMG
პროფესია: სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი
Smart Academy
მარტივი რეცეპტები პუტკუნებისგან - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ჯემალი მედია-პოლიტიკურ ვიქტორინაში
ჩემი ცოლის დაქალები
მის ორსული საქართველო 2015
ჩემი ცოლის დაქალები
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 5 სერ 8
ჩემი ცოლის დაქალები
ვითარება პარლამენტში - ანა ნაცვლიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სერ 67 სეზ 9
ჩემი ცოლის დაქალები