როგორია ჯანდაცვის ხარჯები და სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეყნების მიხედვით?

2 თვის წინ
Business Media Georgia-ის მიერ

ბოლო 60 წლის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - 30-40 წლის დიაპაზონიდან 70+ ასაკამდე. ამის ძირითადი მიზეზი სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატებებია, რომელთა შორისაც მთავარი მიღწევა ვაქცინები და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის საჭირო ინოვაციური შესაძლებლობების აღმოჩენაა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ მხრივ ჯერ კიდევ შესამჩნევია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯებს შორის. როგორ ნაწილდება ჯანდაცვის ხარჯები და სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეყნების მიხედვით?

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან