ქეთევან შავგულიძე - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ თამაში დროსა და სივრცესთან

12/03/2020
Artareatv-ის მიერ

სიმულტანიზმის იდეა ქართველი მოდერნისტების მონტაჟის პრინციპით დაინტერესებას განსაზვრავდა. 1920-იან წლებში ქართველი და ევროპელი ავანგარდისტი მხატვრები თეატრში კინოხელოვნების სპეციფიკურ საშუალებებს (ეკრანი, პროექციული აპარატურა) მიმართავდნენ. მათ მიერ შექმნილი ტექნო-მხატვრული ჰიბრიდი ახალ ესთეტიკურ იდეოლოგიას ამკვიდრებდა. მულტიდისციპლინური მიდგომა ძირეულად ცვლიდა თეატრალური წარმოდგენის სტრუქტურას.

ქეთევან შავგულიძის ლექცია „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ თამაში დროსა და სივრცესთან

პროექტის მხარდამჭერია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

http://ed.artarea.ge/