შს მინისტრმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტი გახსნა
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სპორტული სკოლების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მაშველები და სპორტსმენები დაესწრნენ. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოების პროექტის მიზანი, დანიშნულება და მოთხილამურე პატრულის სამუშაო გეგმა გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე მოისმინა მათი მოსაზრებები ახალი საპილოტე პროექტის შესახებ. შს მინისტრი დღესვე გუდაურში მოთხილამურე პატრულს შეხვდა და დავალებები მისცა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს - სათხილამურო ტრასებზე დღეიდან უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული განახორციელებს. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანაშრომლობაზე,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/hl647F
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტ...
Giorgi Mgebrishvili
შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
TV IMEDI
შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად "112”-ში სამუშაო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გ...
PalitraNews