შს მინისტრმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტი გახსნა


შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სპორტული სკოლების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მაშველები და სპორტსმენები დაესწრნენ. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოების პროექტის მიზანი, დანიშნულება და მოთხილამურე პატრულის სამუშაო გეგმა გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე მოისმინა მათი მოსაზრებები ახალი საპილოტე პროექტის შესახებ.

შს მინისტრი დღესვე გუდაურში მოთხილამურე პატრულს შეხვდა და დავალებები მისცა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს - სათხილამურო ტრასებზე დღეიდან უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული განახორციელებს. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანაშრომლობაზე,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/hl647F

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან