2017 წლის 27 ივნისს, “აგროსფერო”-ს და პარტნიორი სათესლე მასალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია “საათბაუ”-ს ორგანიზებით მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა “ხორბლის მინდვრის დღე”. ღონისძიებაზე წარმოდგენილი გახლდათ კომპანია “საათბაუ”-ს წარმოებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: “ამანდუსი”, “აქტივუსი”, “გალუსი”, “ამიკუსი”, “ლუპუსი” და “ბალიტუსი”, ასევე საშემოდგომო ქერი “კარმინა” და ტრიტიკალე “ჰელტოპი”.
ღონისძიების ფარგლებში ვიზიტორები გაეცნო ნაკვეთში ჩატარებულ აგროტექნიკურ სამუშაოებსა და მიიღეს ინფორმაცია წარმოდგენილი ჯიშების შესახებ. სპეციალურად მოწვეული გერმანელმა სპეციალისტმა პრეზენტაცია გაუკეთა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთში გამოყენებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები.
სამომხმარებლო ბაზრისთვის შეთავაზებამდე “აგროსფერო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუდმივად ცდის შესათავაზებელ სათესლე მასალას და მიღებული შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე არჩევს ადგილობრივ კლიმატურ პირობებსა და გარემოზე მორგებულ ჯიშებს.
სხვადასხვა კულტურების მიხედვით “აგროსფერო” მუდმივად იწვევს ფერმერებსა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს მსგავს ღონისძიებებზე, სადაც სტუმრები დეტალურად ეცნობიან წარმოდგენილი კულტურების ახალ ჯიშებსა და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს.
გარდა ამისა აგროსფერო მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების წარმოებულ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას: მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და ინვენტარს, წვეთოვანი მორწვის სისტემებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცირე მეტეოსადგურებსა და პროგნოზირების სისტემებს, უწევს აგრონომიულ-საკონსულტაციო მომსახურებას და სხვ.
მეტი ინფორმაციისთვის: http://agrosphere.ge
ჩვენი Facebook გვერდი: https://facebook.com/Agrosphere.ge