თემურ ელიავა - მარტის ამარა
მარტის ამარა გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა. გაიტანეთ ოთახიდან წიგნები! ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები. მინდა შენი ფერიების სიმღერა, რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე. დამასიზმრე მზის ფიალა სხივება, მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე. დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური, ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე. გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის, ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე. ღამემ ფიქრი ტირიფებად დახარა... ოთახიდან გატანილი სამყარო. სახარებას ნუ მიკითხავ, დამღალა... მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო! მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო, მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი, მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო, ზეცა, ზეცა, ზეცა, ფეხქვეშ თელილი. მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს. იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა, თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო. დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა, დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები. ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები. ტექსტი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან: http://allshares.ge/download.php?id=0...
მსგავსი ვიდეოები
თემურ ელიავა - ჩვენ უკეთ ვიცით
პოეზია / Poetry
მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ ! [ მარიამ მესხორაძე ]
პოეზია / Poetry
მურმან ლებანიძე - გვიან გავიღვიძეთ
პოეზია / Poetry
ერეკლე დისაძე - პროგრესული ახალგაზრდა
პოეზია / Poetry
ტარიელ ჭანტურია - სიყვარულის ახსნა
პოეზია / Poetry
ტარიელ ხარხელაური - მანძილი შენამდე დიდია
პოეზია / Poetry
34
სხვა ნანუკა - უკრაინის ომმა ქართველ გოგოს დედა აპოვნინა | თე...
ნანუკას არხი / Nanuka's Channel