42° პარალელი - „ჰონგ-კონგური ოცნება“ / რუსეთში გამართული არჩევნების შედეგები


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ორდონანსში ცვლილების პროექტი, რომელიც კონტინენტური ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოებისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილების გადაცემას გულისხმობდა, სამი თვის წინ ჰონგ-კონგის ისტორიაში ყველაზე მასობრივი და ხანგრძლივი პროტესტის მიზეზად იქცა. პროტესტანტების უმრავლესობა პარლამენტში დემოკრატიული ბანაკის წარმომადგენლებთან ერთად „ხუთი ძირითადი მოთხოვნის“ შესრულებას მოითხოვს. კანონპროექტის გაუქმებასთან ერთად, მათ სურთ პოლიციის ქმედებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, პროტესტების მასობრივ არეულობად კლასიფიცირების შეწყვეტა, დაკავებულთა ამნისტია და ავტონომიის მეთაურის და პარლამენტის პირდაპირი წესით არჩევის შემოღება. რეზი ქოიავას სიუჟეტი

ინტერვიუ რეზი ქოიავასთან

საერთაშორისო მედიაში განგაშია. გლობალური ეკონომიკა რყევებს განიცდის. საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან მომავალი სიგნალები გამაფრთხილებელ ნიშნებს იძლევა. მათე გაბიცინაშვილი აღწერს თუ როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკა და რატომ არის კრიზისები სტრუქტურულად მისი თანმდევი მახასიათებელი და მაშასადამე გარდაუვალი.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან