„გული არა ბერდება“. თემურ წიკლაური. Temur Tsiklauri


„გული არა ბერდება“. თემურ წიკლაური. Temur Tsiklauri

მუსიკა ჯემალ ბაღაშვილის

ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა,
ჩემი რაშიც მიჰქრის, არა ჩერდება,
მერე რა რომ ჭაღარა თმაში შემოპარულა,
გული, გული, თურმე არა ბერდება.
აშოლტილი ასულის, სილამაზე ზღაპრული,
დამზაფრავს და თვალი დამიბნელდება,
სინდის-ნამუს შეძრული, თავს ვიმართლებ ბედკრული,
რა ვქნა ძმაო, გული არა ბერდება.

თუ ვტირივარ, გულის ნებით ვტირივარ,
გულიდანვე გულიანად ვმღერივარ,
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი,
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი,
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი.
რასაც მხედავთ ისა ვარ, ვისგანა ვარ - ღვთისა ვარ,
სული ჩემი ვერ გადასხვაფერდება,
დრო მოვა და მიუვალ მისავალი მისავალს,
იქაც ვიტყვი, გული არა ბერდება.
გულის გული, გულის თქმა, გულის ყური, გულის ხმა,
გულნატკენი ისევ გულით მორჩება,
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს,
თუკი გული გულიანად ირჯება.

ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა,
თავის საჭით, თავის მეთაურითა,
გულს მიენდე, რბოლაში იმარჯვებენ გულითა,
განა რაშით, განა ბედაურითა.
გულის გული, გულის თქმა, გულის ყური, გულის ხმა,
გულნატკენი ისევ გულით მორჩება,
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს,
თუკი გული გულიანად ირჯება.

🎹 ქართული სიმღერები:    / @georgiansong-nw7vc  

#georgiansong #georgianmusic #georgia #tbilisi #грузияпесни #saqartvelo #საქართველო #თბილისი #simgera #music #song #melody #მაგარი #axali #ლამაზისიმღერა

ვიდეოები „ქართული სიმღერები. Грузинские песни. Georgian Song"-ისგან