სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლაპარაკებების ინიციატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. საუბრისას დიპლომატებმა წარადგინეს შეხედულებები ჟენევაში 2 ოქტომბრის შეხვედრის შედეგებზე. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა, სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი რეპატრიაცია და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო დაცვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრაზე ბაქოს მიერ შეთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, „მადლობა გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები