ემინ აგალაროვის ვიზიტი საქართველოში
პირველ ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში EMIN AGALAROV-ის სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალი ქალაქ ბაქოში დაიბადა, თუმცა მისი კარიერა აქტიურად უკავშირდება რუსეთს. მისი სიმღერისადმი ინტერესი ამერიკაში უმაღლესი სკოლიდან იწყება. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა, სადაც კვლავ განაგრძო მუსიკალური კარიერა. EMIN-ის პირველი სინგლი ალბომის „The after thunder” შემდეგ სიმღერა „Baby get Higher” იყო. EMIN-ის ერთ-ერთი პოპულარული დუეტი Если ты рядом არის, რომელსაც ის რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთა თოფურიასთან ერთად ასრულებს. გარდა ამისა გეტყვით იმასაც, რომ EMIN-ს ერთ-ერთი სიმღერა, ცნობილმა მომღერალმა გრეგორი ლეპსმა აჩუქა,რომელიც მომღერალმა კონცერტზე შეასრულა. აგალაროვისთვის საქართველოში ეს ვიზიტი პირველია. კონცერტის დაწყებამდე ფილარმონიის ჰოლში კი მას გულშემატკივრები შეხვდნენ, სადაც მან ქართული ნაციონალური ცეკვაც იხილა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს