"40 წამი მოქმედებისთვის, 40 წამი მხარდაჭერისთვის, 40 წამი გულახდილი საუბრისთვის"


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ბალახვნის ცენტრში ველომსვლეობა და გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ორგანიზება ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა ,,ღია სახლი“ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მხარდაჭერით გამართა. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი მიზანი სუიციდის პრევენციაა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წელს 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 -მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 79 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს დისკრინიმაციის და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან