მამია მალაზონიას გამოფენა

20.06.2012 02:49

19 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე ამჯერად უკვე ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ, ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები.

მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების კლასიკის ფონდშია შესული.

გამოფენა გაგრძელდება 19 აგვისტომდე.
გალერეის მუშაობის საათები:
► ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00 სთ.◄
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, მეორე სართული

http://tbcartarea.ge

გაზიარება:
Compania