ROGORTU - თბილი წვიმა (remaster)

11/12/2022
ROGORTU-ის მიერ

fb: https://www.facebook.com/Rogortu-1009...
Vocals - Vlaso sandrovi
Guitars - Vlaso, Araya
Bass - Lilu
Drums - Saba

Lyrics:
ქალაქი სველდება
ქალაქი თბება
სახეებს ეკარგებათ ოცნება
ყველა მოძრაობა ნელდება
ნელნელა ჩამოდიან
თბილი წვეთები
შუშაზე და თვალებზე
და დაადნეს ყველაფერი

მათი ხსოვნებით
ვინც ყვიროდა
მათი ოცნებით
ვინც დარბოდა

თბილი წვიმა არ ჩერდება
მას კანფეტების გემო აქვს
ის ადნობს რასაც ყველა ეძებდა
მის გამო ხალხი თავს იკლავს

რაც ვერ დაასრულე დაადნე
ნელნელა დაადნო თბილმა წვიმამ
შენი ვნება შენ თვითონ აირჩიე
რაც ვერ ქნა ვერავინ და პირადად იმან
როცა აღარავინ არ არის
როცა სიზმრებშიც რჩება
მხოლოდ წითელი ცა
და სასიამოვნო თბილი წვიმა

მათი ხსოვნებით
ვინც ჩაკეტეს
მათი ნერწყვებით
ვინც დახვრიტეს
მათი ოცნებით
ვინც აკრძალეს
მათი ომებით
ვინც დაიკიდეს

თბილი წვიმა არ ჩერდება
მას კანფეტების გემო აქვს
ის ადნობს რასაც ყველა ეძებდა
მის გამო ხალხი თავს იკლავს

ტვინში მძინარე ჭია
ნაცრისფერი დილა
და თბილი თბილი
წვიმა

თბილი წვიმა არ ჩერდება
მას კანფეტების გემო აქვს
ის ადნობს რასაც ყველა ეძებდა
მის გამო ხალხი თავს იკლავს
თბილი წვიმა არც გაჩერდება
მას კამფეტების გემო აქვს
თბილი წვიმა ათბობდა და ადნობდა
ახლა კი მისი გემო ყველგან ყარს