2

06/26/2024

შოვის ტრაგედიის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა და ურთიერთბრალდებები დღეს კიდევ უფრო გამწვავდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღვანდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებზე და გადარჩენილებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციაა, რომ ღვარცოფული მასის ეპიცენტრში მოყოლილთა გადარჩენა შეუძლებელი იყო, განაპირა ადგილებში კი, სადაც ტალახი ერთ მეტრს არ სცილდებოდა, ყველას გამოყვანა მოახერხეს.

დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ რეაგირება და რატომ არ გამოიყენეს მეწყერის ჩამოწოლის პირველ ღამეს ვერტმფრენები - ამ კითხვას ხელისუფლება პოლიტიკურ სპეკულაციად მიიჩნევს და განმარტავს, რომ დაღამებამდე ვერტმფრენებით სტიქიის ზონის შემოწმება სრულად მოხდა, ღამით კი უფრო ეფექტიანი ხედვის სისტემით აღჭურვილი დრონების გამოყენების გამო, ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება აღარ არსებობდა. განმარტება მიუღებელია ოპონენტებისთვის.

შოვის ტრაგედიის მიზეზების დასადგენად და რეაგირების საკითხის შესასწავლად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.