• Vídeo
საათის წიკწიკით მთავრდება ღამე,
დილაც სიზმრების ფერად თენდება,
თუ სიყვარული ჰაერში არაა
მაშინ ყოველდღე რატომ თენდება?
და გარიჟრაჟზე თუ მზე ნავარდობს
და ალიონის თუ დუღს ტალღები,
ხვალ დილით შენ მე შემეფეთები
და პირობას გაძლევ რომ შეგიყვარდები.
არ დაგანებებ თავს და ყვავილებს
მიმოგიფანტავ სარკმელთან ფანჯრის
და არასოდეს გამიმეორო
რომ სიყვარულის გაცემა არ ღირს.
არ დაგიჯერებ აზრი არა აქვს,
აი, ეგ ღიმილიც უკვე ჩემია,
თავდაჯერების ფლობა მაქვს სრული
ჯიუტი რომ ვარ, ალბათ გსმენია...
ათას ღიმილში რომ გამოგიცანი,
ათას თვალებში რომ გამოგარჩიე,
შენ ჯერ ვერ ხვდები რომ ეს ასეა
რომ შენც მე უკვე ამომარჩიე,
რომ შენი გულის მე ვარ მფლობელი,
რომ გულს გავიღებ შენი გულისთვის/
დაიმახსოვრე, რომ მე კანონით
არ დავისჯები სიყვარულისთვის !
არც სიგიჟისთვის არ დავისჯები,
მთელი დღე თუნდაც ვიხეტიალო
ფერად ფერადი ბუშტებით ხელში
უკიდეგანოდ რომ მოვიარო…
ეს დედამიწა და ისევ რომ გავგიჟდე
მხოლოდ შენზე და აი მანდ გავჩერდები
და თუნდაც მოვკვდე გაგიჟების დროს
შენი გულისთვის კვლავ გავცოცხლდები…
და ერთ ღამესაც შენ აღმოაჩენ, რომ
არ გეძინება და გარეთ კი ქარია
შენ აღმოაჩენ მოულოდნელად რომ
მოგნატრებივარ… თურმე ძალიან.
და დაგველოდები შენ მე და დილას
რომ გავთენდებით მე და ის ერთად
მეც შეყოვნებულ დიალოგს დავიწყებ
და გავაგრძელებ რომ უნდა მეთქვა…
რომ შენ მიყვარხარ დიდი ხანია
და ყოველ დილით რომ ჩემთვის თენდები
ჩემს სამყაროში და მზის მაგივრად
მათბობ და მათბობ და არ ჩერდები…
თვალები გიტრფის…. ზუსტად ასეა,
მე აქ სხვა ახსნას ვერ მოვიფიქრებ
და ეგ თვალები… შეყვარებული
მე მოვიპარე, რა ვუყო იმ ფიქრებს
რომელიც არა და არ მაძინებს
და ასე უტიფრად რომ შენსკენ მოვყავდი ,
რა ჩემი ბრალია მე რომ არ მეძინა
და შენ რომ იმ ღამის დილას მოჰგავდი….
საათის წიკწიკით მთავრდება ღამე
დილაც სიზმრების ფერად თენდება,
თუ სიყვარული ჰაერში არაა
მაშინ ყოველდღე რატომ თენდება?
საათის წიკწიკით მთავრდება ღამე,
დილაც სიზმრების ფერად თენდება,
თუ სიყვარული ჰაერში არაა
მაშინ ყოველდღე რატომ თენდება?
და გარიჟრაჟზე თუ მზე ნავარდობს
და ალიონის თუ დუღს ტალღები,
ხვალ დილით შენ მე შემეფეთები
და პირობას გაძლევ რომ შეგიყვარდები.
არ დაგანებებ თავს და ყვავილებს
მიმოგიფანტავ სარკმელთან ფანჯრის
და არასოდეს გამიმეორო
რომ სიყვარულის გაცემა არ ღირს.
არ დაგიჯერებ აზრი არა აქვს,
აი, ეგ ღიმილიც უკვე ჩემია,
თავდაჯერების ფლობა მაქვს სრული
ჯიუტი რომ ვარ, ალბათ გსმენია...
ათას ღიმილში რომ გამოგიცანი,
ათას თვალებში რომ გამოგარჩიე,
შენ ჯერ ვერ ხვდები რომ ეს ასეა
რომ შენც მე უკვე ამომარჩიე,
რომ შენი გულის მე ვარ მფლობელი,
რომ გულს გავიღებ შენი გულისთვის/
დაიმახსოვრე, რომ მე კანონით
არ დავისჯები სიყვარულისთვის !
არც სიგიჟისთვის არ დავისჯები,
მთელი დღე თუნდაც ვიხეტიალო
ფერად ფერადი ბუშტებით ხელში
უკიდეგანოდ რომ მოვიარო…
ეს დედამიწა და ისევ რომ გავგიჟდე
მხოლოდ შენზე და აი მანდ გავჩერდები
და თუნდაც მოვკვდე გაგიჟების დროს
შენი გულისთვის კვლავ გავცოცხლდები…
და ერთ ღამესაც შენ აღმოაჩენ, რომ
არ გეძინება და გარეთ კი ქარია
შენ აღმოაჩენ მოულოდნელად რომ
მოგნატრებივარ… თურმე ძალიან.
და დაგველოდები შენ მე და დილას
რომ გავთენდებით მე და ის ერთად
მეც შეყოვნებულ დიალოგს დავიწყებ
და გავაგრძელებ რომ უნდა მეთქვა…
რომ შენ მიყვარხარ დიდი ხანია
და ყოველ დილით რომ ჩემთვის თენდები
ჩემს სამყაროში და მზის მაგივრად
მათბობ და მათბობ და არ ჩერდები…
თვალები გიტრფის…. ზუსტად ასეა,
მე აქ სხვა ახსნას ვერ მოვიფიქრებ
და ეგ თვალები… შეყვარებული
მე მოვიპარე, რა ვუყო იმ ფიქრებს
რომელიც არა და არ მაძინებს
და ასე უტიფრად რომ შენსკენ მოვყავდი ,
რა ჩემი ბრალია მე რომ არ მეძინა
და შენ რომ იმ ღამის დილას მოჰგავდი….
საათის წიკწიკით მთავრდება ღამე
დილაც სიზმრების ფერად თენდება,
თუ სიყვარული ჰაერში არაა
მაშინ ყოველდღე რატომ თენდება?