ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ეფექტი სადაზღვევო ინდუსტრიაზე

2 თვის წინ
Business Media Georgia-ის მიერ

1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და ის მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს აღარ უფინანსებს VIP მომსახურებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს თვითონ ან თუ დაზღვეულია, კერძო სადაზღვევო კომპანია გადაიხდის. სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევის პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლება აქვთ, ამ შესაძლებლობით თითქმის არ სარგებლობენ, რადგან საუბარია მოწყვლად ჯგუფებზე. იმისთვის, რომ გაიზარდოს კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი ერთ-ერთ ვერსიად „ჯანდაცვის ასოციაცია“ სახელმწიფოს სთავაზობს რომ ადამიანებს, რომლებსაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაბალი პაკეტით სარგებლობენ, მიეცეთ შესაძლებლობა, დამატებით კერძო დაზღვევა შეიძინონ, რომელიც მათი თქმით არ იქნება ძვირი, რადგან სრულფასოვან პაკეტს არ მოიცავს, თუმცა ადამიანთა ამ კატეგორიას მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები გაიუმჯობესონ. რა რესურსი არსებობს თავად ბიზნესის მხრიდან და რა გამოწვევები რჩება დღემდე კერძო ბაზრის განვითარებისთვის? სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი;

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან