მარიამ მიქიაშვილი

12/22/2014
LEPL CYNC-ის მიერ

2014 წელს დაიწყო პროექტი „გაძლიერდი და შეცვალე.“ პროექტში 40 მშობელი მონაწილეობდა. მათ ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი ადამიანის უფლებებისა და შშმ ბავშვთა შესაძლებლობების განვითარების შესახებ. ადგილზე განიხილეს – შშმ ბავშვის ძირითადი ბარიერები და გადალახვის გზები. მონაწილეებმა გაცვალეს რჩევები, ინფორმაცია და ჩამოაყალიბეს პარტნიორობა. მათთვის შეიქმნა (https://gadzlierdidashecvale.wordpres... ) ბლოგი, სადაც შშმ ბავშვების მშობლები სხვებს უზიარებენ გამოცდილებას. გადამზადებული მშობლები ამ ეტაპზე თავად ახორციელებენ სამ მცირებიუჯეტიან ადვოკატირების პროექტს რეგიონებში.
პროექტის, მცირე ინიციატივის ფარგლებში კი, მონაწილე მშობლებმა ვიდეორგოლები შექმნეს თემაზე: „აუტიზმური სპექტრი“ და „წარმატებული შშმ პირები და მათი მშობლები“. გთავაზობთ გამარჯვებული ვიდეორგოლების კოლაჟს, რომელიც თამარ მარგიშვილის, ლია ტაბატაძის და მარი კორკოტაძის ავტორობით მომზადდა.