#მარიამი, #mariam, #ქართული, #მონატრება,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბადრი ფილიშვილი
ფანდური: ზურა ბარბაქაძე (ფანდურა)
სტუდია "Filli Studio", 2015 წელი, ნოემბერი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Badri Philishvili
მაქვს პატივი და სიხარული წარმოგიდგინოთ ჩემი მეორე სტუდიური ნამუშევარი - სიმღერა „მარიამი“. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარს საკუთარ რეპერტუარში: სიმღერა ეძღვნება საქართველოს თითოეულ მარიამს და ყველას, ვინც საკუთარ თავს ამ სიმღერაში „იპოვის“.
სიმღერა „მარიამის“ არანჟირება და ხმის რეჟისურა ბადრი ფილიშვილს ეკუთვნის, „Filly-studio“ (ფანდური - ფანდურა (ზურა ბარბაქაძე), სალამური - ონისე ოდიკაძე). დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბადრის გაწეული შრომისათვის, სიმღერის ჩანაფიქრის ასე დახვეწილად რეალიზაციისათვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ირმა როსტიაშვილს, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთგულად ჩართული იყო ამ პროცესში, არ იშურებდა ძალისხმევას, რათა ყველაფერი ეფექტურად და ხარისხიანად დასრულებულიყო.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ჩემს გულშემატკივარს „მარიამის“ გამოსვლას!
გისურვებთ სასიამოვნო მოსმენას, დიდ სიყვარულს, ერთგულებას, თქვენი გრძნობების და სიხარულ-სიყვარულის გაფრთხილებას.
შეიყვარეთ „მარიამი“!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
"მარიამი" (ტექსტი)
დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ
ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი,
და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ,
ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი.
შენი სიყვარული თითქოს მდინარეა,
ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე.
შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან -
სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს!
მისამღერი:
ქართულ ქედებზე ნეტარი დარია,
არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება.
მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ,
აუხდენელო წამო და ზმანებავ!
როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი –
იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად.
ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი –
ვით ლოცვა პირველი და ზიარება.
მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა,
თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც,
სულის მყუდროება ისე დაგერღვევა,
რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი.
მისამღერი:
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
https://www.youtube.com/watch?v=yqymH99lJRU
Mariami - Soso Mikeladze - მარიამი - Мариам
© საავტორო უფლებები დაცულია.
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.
მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:
1. „მე და შენ“ https://www.youtube.com/watch?v=qHQZZ4viQz8
2. „მიყვარხარ“ https://www.youtube.com/watch?v=LkBmbILxc-s
3. „მარიამი“ https://www.youtube.com/watch?v=yqymH99lJRU
4. „გოგო გოგონი“ https://www.youtube.com/watch?v=iLfAqMV_6qM
5. ალბომი „მე და შენ“ https://www.youtube.com/watch?v=2Q9eEMrohqo
შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladze111/
Twitter: https://twitter.com/sosomikeladze
Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/
სიმღერის ტექსტი და აკორდები: http://wp.me/p2yRJ1-ct
Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-ct
გამოიწერეთ არხი: https://www.youtube.com/c/SosoMikeladze