შს სამინისტროს ინიციატივით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, ასევე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის 191-ე საშუალო სკოლის 44 უფროსკლასელ მოსწავლესთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.
შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ბულინგის შესახებ ესაუბრნენ, რომელიც გავრცელებულია სკოლის ასაკის ბავშვებში და ინფორმაცია მიაწოდეს იმ მძიმე დანაშაულების შესახებ, რომლებშიც შესაძლოა ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლნი. ასევე განიხილეს ბავშვთა ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საკითხი.
შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. შეხვედრის მონაწილეებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თუ ისინი გახდებიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მსხვერპლი, თვითმხილველი ან თანამონაწილე, აუცილებლად უნდა დარეკონ „112“-ში, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/xMDT8Y