კრწანისის ქუჩაზე, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა

11.04.2019 00:30

კრწანისის ქუჩაზე, 31 ნომერი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ავტობუსის მძღოლს ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრება. არსებული ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭი გაუფუჭდა და ამან გამოიწვია მისი ბორდიურზე ავარდნა. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება: