პოდკასტი De re publica - დამფუძნებელი კრების გახსნა

11/03/2022

პოდკასტი De re publica-ს წამყვანები საუბრობენ დამფუძნებელ კრებაზე - როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები საქართველოში, ვინ აირჩია ქართველმა ხალხმა 103 წლის წინ, როგორ გაიხსნა დამფუძნებელი კრება, რა იყო უხუცესი წევრის, სილიბისტრო ჯიბლაძის იმედი დამოუკიდებელი საქართველოსთვის და როგორ შეიცვალა ეს საბჭოთა კავშირის გამო - კრების ყველაზე ახალგაზრდა წევრის, გოგიტა ფაღავას მაგალითზე.

ახლადარჩეული დამფუძნებელი კრების პირველი საჯარო სხდომის გახსნის თარიღი 12 მარტი საგანგებოდ შეირჩა: 1917 წლის 12 მარტს საქართველო გახდა საკუთარი თავის პატრონი: 12 მარტს დაინგრა რუსეთის იმპერია.

De re publica იწყებს ეპიზოდების სერიას, რომელთა მთავარი ფოკუსი პოლიტიკური თუ კულტურული აქტორები იქნებიან - პერსონალური კავშირებითა და ისტორიებით

გამოგვყევით:
- Instagram-ზე:   / derepublica.  .
- Facebook-ზე:   / derepublica  
- Substack-ზე: https://derepublica.substack.com/
შეგიძლიათ მოგვისმინოთ:
-Anchor-ზე: https://anchor.fm/studia-georgica
-Spotify-ზე: https://open.spotify.com/show/6DA587V...
-Google podcast: https://podcasts.google.com/feed/aHR0...