პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს


,,როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციებში?“
თითოეული ადამიანი შეიძლება მოვხვდეთ სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ირგვლივმყოფებს პირველადი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
რა დროსაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა გვაქვს თუ არა სამედიცინო განათლება, თითოეულ მოქალაქეს გვქონდეს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო ცოდნა.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ჩვენს მიერ სწორად აღმოჩენილმა პირველადმა დახმარებამ შესაძლოა უამრავ ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე.
ხშირად მინახავს დაზარალებულის ირგვლივ დაბნეული სახეები, არაფრისმთქმელი თვალები, ქაოსურად მოძრავი ირგვლივმყოფები, რომლებმაც უბარლოდ არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ.
თითოეულმა არასწორმა ქმედებამ, კი შესაძლოა მეტად დააზიანოს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ჩემი ბლოგის არსებობის მთავარი მიზანია, გავხდე თქვენი მეგზური, მრჩეველი სამედიცინო მიმართულებით.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეობი, სადაც თქვენ შეძლებდით თვალნათლივ დაგენახათ თუ როგორ შეგიძლიათ აღმოუჩინოთ დახმარება ირგვლივმყოფებს სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციებში, მაგალითად როგორიცაა: სისხლდენები, მოტეხილობები, სხვადასხვა ტრავმული დაზიანებები, უცხო სხეულის გადაცდენა, სუნთქვითი უკმარისობა, გულის გაჩერება და ა.შ.
მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამ წამოწყებაში მხარი დამიჭირა და აქტიურად ჩაერთო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. იდეა პროექტად გარდავქმენით. ვფიქრობ, თქვენთვის საჭირო და საინტერესო ვიდეოები ჩავწერეთ.
მინდა დავაზუსტო, რომ აღნიშნული პროექტი არ არის სასწავლო-სატრენინგო დანიშნულების. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ინფორმაციის გაზიარება ფართო მასებისთვის.
დღევანდელ ვიდეოში დეტალურად იხილავთ, როგორ უნდა ამოვიცნოთ გულის გაჩერება და რა თანმიმდევრობით აღმოვუჩინოთ დაზარალებულს პირველადი გადაუდებელი დახმარება.
მოხარული ვიქნები თუ თვალს ადევნებთ ჩემს ბლოგს და დაელოდებით შემდეგ ვიდეოს.
გაგვიზიარეთ, როგორ იქცევით თქვენ მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში.
რამდენად მიიღეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ,,ექიმის ბლოგის“ ვიდეოს დახმარებით?

გამომყევით ინსტაგრამზე
https://www.instagram.com/doctorsblog...

#ექიმისბლოგი #Doctorsbloggeo
#როგორმოვიქცეთკრიტიკულსიტუაციებში #პირველადიდახმარება #გულისგაჩერება

ვიდეოები „ექიმის ბლოგი • Doctor's Blog"-ისგან