ინტერვიუ პრობაციის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ნინო ტყეშელაშვილთან

01/08/2025

ნინო ტყეშელაშვილი, საჯარო მოხელე 15-წლიანი გამოცდილებით, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს, მისი სხვა არაერთი კოლეგის მსგავსად წინასაახალწლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ის ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეთაგან, ვინც დარწმუნებულია, რომ ამის მიზეზი მათი ღიად კრიტიკული შეხედულებები გახდა.

„აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, და არ გავჩერდებით იმ დრომდე სანამ ჩვენი ქვეყანა თავის ევროპულ გეზს არ დაუბრუნდება“ - დაწერა ნინო ტყეშელაშვილმა პირადი ფეისბუკის გვერდზე.

რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში კი ის გვიამბობს, როგორ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რა უთხრეს, რატომ ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა ხდება, საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდაა, რაც, ზოგადად, საჯარო მოხელეების გაჩუმებას ემსახურება მიზნად

გვიყვება იმაზეც, თუ რა საერთაშორისო რესურსია ჩადებული როგორც მისი, როგორც საჯარო მოხელის ზრდის, ისე იმ რეფორმების გასატარებლად, რაშიც ჩართული იყო მისი გუნდი წლების განმავლობაში. გვიყვება საჯარო მოსამსახურეებში არსებულ განწყობებზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზეც ლაპარაკობს, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად საჯარო სამსახურიც და ის პროექტებიც, რომლებიც დასავლელი პარტნიორების დახმარებით განხორციელდა.

--

მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი

Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან