Kay G - მინანქარი / minankari ft. Ras Green (prod. CA$H u0026 N.A)

03/05/2018
Kay G-ის მიერ

\"BIPOLAROID\" EP Out Now On All Streaming Platforms: https://hypeddit.com/p48hpu

Directed/edited - Kay G
Shot - Misha Labauri

Follow Kay G On Social Platforms:
Facebook:   / kayg2013  
Instagram:   / gkeburia  
Spotify: https://open.spotify.com/artist/1ouH6...
Apple Music:   / kay-g  

[ვერსი 1  Kay G]
წამით ვნახე მერვე და წინასწარი
ისე რომ არაფერი მქონდა მინაქარი
ვიცი რამდენიმე ვისაც გაუსწორდა
ვისაც არ უნდოდა ჩემთვის ღია კარი

უარყოფით ემოციებს ვკრეფ და მიწას ვაყრი
ბოღმისთვის არასოდეს არ დამითმია წამი
რას დააკლებს ტყვიაგაუმტარ მინას ქარი
ყველაფრის მერე ზოგი ამ ადგილის ღირსად არ მთვლის

Flow ნიაღვარი მაჯა მინანქარი
ენერგია წყალი ხასიათი ღრიანკალი
ბითია რუბიკონი არის წილი ნაყარი
ვიწყებ ახლავე რადგან ცოტა მერე გვიან არი'

თუ ცვლი შეეშვი ფასადებს შეეხე კარკასებს
ჩარჩოებს ნუ ქადაგებ
არ ემორჩილება ხელოვნება სტანდარტებს
მე ვიცავ ხელოვნებას ვკლავ არტებს


[მისამღერი]
რა გეგონა ვის ერჩოდი
რა გეგონა ვის ერჩოდი
მიუტევე არ იციან
მიუტევე არ იციან


[ვერსი 2  Ras Green]
ვისაც რა შიოდეს იმით გაძღეს
ადამიანი ხარ მამა მესმის შენი
უკვე სამი წლისას ისე ერთსულოვნად დამცხეს
ციდან გადმომხედე ტვირთი ჯერ ვერ მოვიხსენი

გლაჰ გლაჰ ტყვიები დაფრინავენ ვონდერლენდში
ფიქრის ძაფი გახდა ტროსი
ტომი შენი ჩემი ქეში
ტომი ჩემი ტოვებს ქალაქს
ქროდეს ქარი ქართა ველში
არაფერი მოსე არ ვარ
საქმეზე ვარ ეგვიპტეში

ათიანი ბლინი დავამატე კარმას
პოეზია ჩემი მივლის როგორც მოხუც მამას
სანამ დავდგამ ახალ დრამას შტატში ალაბამას
11/3 დაიმატებს 32 ბოღმას


[მისამღერი]
რა გეგონა ვის ერჩოდი
რა გეგონა ვის ერჩოდი
მიუტევე არ იციან
მიუტევე არ იციან


[ვერსი 2  Kay G]
გოლფსტრიმი თუ კი დაბლა ვცურავ
ისევ ხოდზე და ვერც დაღლა მწურავს
საცეცები როგორც ტარანტულას
სალვადორი როცა ვხატავ სურათს

არ ვაკეთებ იმას რაც ხალხს უყვარს
ვშვები რაც მიყვარს და მერე ხალხსაც უყვარს
დამეთანხმება ნაგა მულა
უჟანგავი აქვს ნაგანს ლულა


[მისამღერი]
რა გეგონა ვის ერჩოდი
რა გეგონა ვის ერჩოდი
მიუტევე არ იციან
მიუტევე არ იციან