29.07.2012 - მე ვირჩევ

07/29/2012
Magda Popiashvili-ის მიერ

29 ივლისს, 19:00 საათზე, ტელეკომპანია \"მაესტროს\" ეთერში საარჩევნო ტელედებატები \"მე ვირჩევ\" დაიწყო. ტელედებატები კოალიცია \"არჩევნის თავისუფლების\" და \"სტუდია რეს\" ერთობლივი პროექტია, რომელიც აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პირველი ტელედებატის თემაა საპენსიო რეფორმა. დებატებში მონაწილეობას იღებენ კოალიცია \"ქართული ოცნების\" წარმომადგენელი თენგიზ შერგელაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი მაგდა ანიკაშვილი და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი სოსო შატბერაშვილი. სამწუხაროდ, ტელედებატებში მონაწილეობაზე მმართველმა პარტიამ - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა.