ხალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარი იქნება

2 თვის წინ

22 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. სხდომას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით განისაზღვრა, მთავარ პრიორიტეტებად კი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები დასახელდა. გარდა ამისა, იმსჯელეს მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი აზრი ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული, თუმცა რეპლიკებით და კომენტარებით ცდილობენ საკუთარი მოსაზრებების გაჟღერებას. არასამთავრობო სექტორმა კი მმართველ გუნდს გრიგოლ ხანძთელის და მთაწმინდელის ქუჩაზე გზის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების, ასევე სვირის და აწყურის სასმელი წყლის პრობლემური საკითხები წარუდგინა. მომავალი წლის მთავარი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება.

ვიდეოები „მეცხრე არხი ახალციხე"-ისგან