ხოვლის ტყეში მანქანა დაგორდა, მძღოლი კი გარდაიცვალა

24.09.2020 01:10

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის ტყეში მანქანა დაგორდა. შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლიც. სავარაუდოდ, მანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. . შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინაეობს. ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge

გაზიარება: