“Elite Model Look Georgia 2018”-ის ნაცინალური კასტინგი 1 ივლისს ჩატარდება

06/29/2018
Music Box-ის მიერ

გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარზე წარმატებული გზის შექმნა, სწორედ ეს არის \"ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას\" მთავარი მიზანი. ამ მიზნის გარშემო \"ice model management\" უკვე მეთორმეტედ ატარებს ელიტის კონკურსს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი გახლავთ. ამ კონკურსის წყალობით უკვე არაერთი გოგონა და ვაჟი გამგზავრებულა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, იქ სადაც მოდის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მოდელებს საშუალება აქვთ, საერთაშორისო ბაზარზე თავი ამაყად დაიმკვიდრონ. კოსკურსის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას და რაც მთავარია, გახდენენ პროფესიონალები, რათა დაიკავონ ადგილი ისეთ ცნობილ ტოპ მოდელებს შორის, როგორებიც არიან: ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი და ჟიზელ ბუნდჰენი. \"ელიტ მოდელ ლუქის\" შესარჩევი ქასთინგი 1 ივლისს, თბილისში სავაჭრო ცენტ \"ჯითისიში\" ჩატარდება.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან