შეხვედრა მელანე ვერვერთან


მიხეილ სააკაშვილმა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელანე ვერვერი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა მას, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობა და თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებში კვლავაც გაგრძელდება. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook:   / saakashvilimikheil  
Visit Twitter:   / saakashvilim  
----------------------------------------------------------------------------------------