შს მინისტრი რაინლანდ-პფალცის შს მინისტრ როგერ ლევენცს შეხვდა

01.04.2016 02:45

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. ქალაქ მაინცში გიორგი მღებრიშვილი რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა და როგერ ლევენცმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/sFMdf1

გაზიარება: